ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე კარიერას "გუმერსბახში“ გააგრძელებს

16 მაისი 2023, 13:52 1047 ნახვა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე კარიერას გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ „გუმერსბახში“ გააგრძელებს. ცხოვრებაძემ გერმანულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდს მომავალი სეზონიდან შეუერთდება.

„გიორგი ბრწყინვალე მოთამაშეა, რომელსაც მრავალმხრივი შესაძლებლობები აქვს. მას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით და მოხარულები ვართ, რომ საბოლოოდ კონტრაქტის გაფორმება შევძელით“,- განაცხადა "გუმერსბახის" დირექტორმა, კრისტოფ შინდლერმა.

„გუმერსბახი“ ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. გერმანულ გრანდს ბუნდესლიგა 12-ჯერ აქვს მოგებული. თასი და ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ, თასების მფლობელთა თასი კი 4-ჯერ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში