კარლო გუგუშვილის ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში გაიხსნა

13 დეკემბერი 2025, 14:51 49 ნახვა

ბათუმში აჭარაში მაგიდის ჩოგბურთის ფუძემდებლისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, კარლო გუგუშვილის ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრებაში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდა სპორტსმენები. ტურნირი  ორ ასაკობრივ ჯგუფში, ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩატარდა.
პირველი დღის განმავლობაში გაიმართა საკვალიფიკაციო და წინასწარი შეხვედრები, სადაც სპორტსმენებმა ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლეს. ტურნირი იმართება აჭარის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით. ტურნირის ფინალური ასპარეზობები 14 დეკემბერს მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება.

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი