ამირან გოგოლაძე ოქტაგონზე გამარჯვებით დაბრუნდა 

22 მაისი 2023, 10:30 550 ნახვა

ამირან გოგოლაძემ ჩეხურ-სლოვაკურ ორგანიზაცია ოქტაგონში მილიონიანი გრანპრის მოსაგებად ბრძოლა დაიწყო. ამირანის ოქტაგონში დებიუტი თავდაპირველად გადაიდო, რადგანაც 4 მარტს დანიელ ლუის გლისმანთან უნდა ეჩხუბა, თუმცა წონა ვერ ჩააბარა.

20 მაისს გასამართი ჩხუბი მაინც შედგა. გოგოლაძის მეტოქე მოლდოველი იუნ სურდუ ჩხუბს ჩაეხსნა, თუმცა ინგლისელმა ლიამ ეტებარმა ჩხუბზე თანხმობა განაცხადა და ბრძოლაც ჩატარდა. ამირანმა ოქტაგონზე 3 რაუნდი გაატარა და ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. გოგოლაძეს კარიერაში 15 მოგება და 3 მარცხი აქვს.

მილიონიანი გრანპრის მოსაგებად ორგანიზაციის მიერ შერჩეული 15 მებრძოლი იბრძვის და მათ კიდევ ერთი სპორტსმენი დაემატათ, რომელიც მაყურებელმა აირჩია. გოგოლაძე შემდეგ ეტაპზეა და გრანპრის მოსაგებად კიდევ სამჯერ უნდა გაიმარჯვოს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში