სამზადისი საზღვაო სეზონისთვის

22 მაისი 2023, 14:59 477 ნახვა

მზადება საზღვაო სეზონისთვის. ბულვარში  საჯარო და კერძო ობიექტების განახლება მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება ბულვარის კოლონადებს, საბავშვო გასართობ კუთხეებს, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები.

სეზონისთვის დაირგვება150 ათასზე მეტი დეკორატიული ყვავილი და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

ზღვისპირა ქალაქს შშმ პირებისთვის კიდევ ერთი ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, ტივტივა ეტლებით აღჭურვილი ლოკაცია შეემატება. ადაპტირებული სანაპირო ორ ლოკაციაზე ფუნქციონირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში