ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება - ეკონომიკის სამინისტრო

08 დეკემბერი 2025, 14:16 286 ნახვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პასუხობს აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდებული ინფორმაცას, თითქოს „აზერბაიჯანიდან სომხეთში სარკინიგზო ტრანსპორტით საწვავის მიწოდების შეფერხებას სატარიფო ბარიერები ქმნის“.

„მინდინარე წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა, აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეცნობათ ოფიციალურ მხარეებს.

საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული, სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი“, - განმარტავენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში