ორი ქართული ფილმის მარკეტ ჩვენება კანის 76-ე კინოფესტივალის კინობაზრობაზე

23 მაისი 2023, 14:05 601 ნახვა

კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე ორი ქართული ფილმის მარკეტ ჩვენება გაიმართა. ფესტივალის სტუმრებმა ნანა ჯანელიძის ფილმი „იარე, ლიზა“ და ირინე ჟორდანიას „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“ იხილეს.

ორივე ფილმის მარკეტ ჩვენება  „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ამოქმედებული ახალი კომპონენტის ფარგლებში მოხდა. პროექტის მიზანი  ქართული ფილმების პოპულარიზაცია, კომერციალიზაცია და საერთაშორისო ფესტივალებზე ჩვენებაა.

ჩვენებებს საერთაშორისო გაყიდვების აგენტები და დისტრიბუტორები ესწრებოდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში