დავითაშვილი და მიქაუტაძე ისევ სიმბოლურში 

25 მაისი 2023, 10:50 496 ნახვა

ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს. ლიგის ოფიციალურ გვერდს ბოლო ტურებში ქართველი მოთამაშეები სიმბოლურ თერთმეტეულში სისტემატურად შეჰყავს.

36-ე ტურში „მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა მორიგი გოლი „გენგამს“ გაუტანა და 23 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. ზურიკო დავითაშვილმა კი „ლავალთან“გოლთან ერთად ანგარიშზე საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

სულ დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ხუთი გოლის გატანა შეძლო. სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ბორდო“ 69 ქულით მეორე ადგილზეა და ლიგა ერთში გადასვლის რეალური კანდიდატია.

დავითაშვილის გუნდი მიქაუტაძის „მეცს“, რომელიც მესამე პოზიციაზეა, სამი ქულით ასწრებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში