ახალი შოუ-პროგრამა ყინულის მოედანზე

31 მაისი 2023, 20:34 889 ნახვა

ხვალ 1ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმის სპორტული ცენტრი ყინულის მოედანზე მოციგურავეებთან და ბავშვებისთვის ცნობილ ბლოგერ ემილისთან ერთად გამართავს გრანდიოზულ გალა-კონცერტს, სადაც დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისათვის. ყინულის მოედნის გარე პერიმეტრზე მოეწყობა ბავშვებისთვის გასართობი აქტივობები: ფერადი საპნის შოუ, სპორტული ესტაფეტები. ორგანიზატორთა განცხადებით, სხვადასხვა ანიმაციური ზღაპრის გმირი კი კიდევ უფრო მრავალფეროვანს და შთამბეჭდავს გახდის სანახაობას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში