გიორგი შერმადინმა საკლუბო სეზონი დაასრულა 

02 ივნისი 2023, 10:08 386 ნახვა

გიორგი შერმადინმა 2022-23 წლების საკლუბო სეზონი დაასრულა. მისი „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში „უნიკახასთან“ 0:2 დამარცხდა.

პირველი მატჩი ტენერიფეზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა, მეორე შეხვედრას მალაგამ უმასპინძლა და კვლავ „უნიკახამ“ მოიგო – 97:74. შერმადინმა 9 წუთში 3 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.

მატჩის ბომბარდირი „უნიკახას“ ამერიკელი ლეგიონერი ტაილერ კალინოსკი გახდა. მან 21 ქულა ჩააგდო.

მალაგელები ნახევარფინალში „ბარსელონასა“ და „ვალენსიას“ შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი