გერმანიაში მკვლელობის ბრალდების საქართველოს მოქალაქე დააკავეს

02 ივნისი 2023, 14:08 564 ნახვა

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 52 წლის კაცი დორტმუნდის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის ქუთაისიდან ჩავიდა. მას  2005 წელს ქალაქ გრაცში მომხდარ მკვლელობაში ედება ბრალი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 19 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა.

გერმანული პოლიცია ვარაუდობდა, რომ სისხლიან ანგარიშსწორებას წინ ფინანსური დავა უძღვოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში