ცვლილებები ჯანდაცვის შესახებ კანონში

29 ივნისი 2023, 17:36 870 ნახვა

პარლამენტში "ჯანდაცვის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უნდა უყარონ. საუბარია რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდაზე - შედეგად, სააგენტო შეძლებს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესამოწმებლად ნებისმიერ დროს შევიდეს, გამოიყენოს საჯარიმო ქვითარი და შეუჩეროს საქმიანობის უფლება. ამავე პროექტით იზრდება სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციებიც. ოპოზიციაში აღნიშნულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს არის რეპრესიული კანონი და განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებს ჯანდაცვის სამინისტროს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში