მექსიკაში მგზავრებით სავსე ავტობუსი ხევში გადავარდა

06 ივლისი 2023, 10:50 352 ნახვა

ტრაგედია დატრიალდა მექსიკაში. მგზავრებით სავსე ავტობუსი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა.

ავტობუსი, რომელიც  მეხიკოდან სამხრეთ ოახაკის შტატისკენ გადაადგილდებოდა, ადგილობრივი დროით დილის 6:30 წუთზე ავარიაში მოჰყვა.

წინასწარი ვერსიით, ქალაქ მაგდალენა პენასკოსთან  მძღოლმა ავტომობილზე  კონტროლი დაკარგა.

14 დაშავებული ქალაქ ტლაქსიაკოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ხუთი მძიმედ დაშავებული შტატის დედაქალაქ ოახაკაში ვერტმფრენებით გადაიყვანეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში