ლონდონში სკოლას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა - არის მსხვერპლი

07 ივლისი 2023, 10:18 387 ნახვა

1 ბავშვი დაიღუპა და 8 ადამიანი  დაშავდა ლონდონის სამხრეთ დასავლეთში, დაწყებით სკოლაში ავტომანქანის შევარდნის შედეგად. დაშავებულებს შორის 6 ბავშვია.

ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ქალი, რომელიც შენობას ავტომობილით დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში