პალესტინის მხარდამჭერი სტუდენტური აქციები აშშ-ის უნივერსიტეტებში

30 აპრილი 2024, 11:44 223 ნახვა

12 პროპალესტინელი მომიტინგე დააკავეს და 5 პოლიციელი დაშავდა მას შემდეგ, რაც ნიუ ორლეანის ჯექსონის მოედანზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ განაცხადა, რომ მომიტინგეებმა უარი თქვეს დაშლაზე. ხუთი დაშავებული ოფიცერი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეტაკება მოხდა ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სამართალდამცავებს შორისაც. ბოლო კვირებში სტუდენტები შეუერთდნენ ღაზასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს. ისინი კარვებს შლიან საუნივერსიტეტო კამპუსების ეზოებში, აღშფოთებას გამოხატავენ ღაზაში ისრაელის ოპერაციისა და მასში მათი უნივერსიტეტების თანამონაწილეობის გამო. ტეხასის უნივერსიტეტში, პოლიციამ სტუდენტური პროტესტის დაშლა წიწაკის სპრეის გამოყენებით სცადა, დაკავებულია 43 ადამიანი. ასობით სტუდენტმა გამართა აქცია სან-ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და შეუერთდა სახალხო პროტესტს ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში