კალიფორნიაში მეწყერმა სახლები დააზიანა 

10 ივლისი 2023, 11:02 461 ნახვა

კალიფორნიის სამხრეთში მეწყერმა  სახლები დააზიანა და ადგილობრივების ევაკუაცია გამოიწვია.  სტიქია კვლავ საფრთხეს უქმნის უფრო მეტ სახლს მას შემდეგ, რაც 12 სრულად გაანადგურა.

ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ მიწაზე გაჩენილი ნაპრალები და ნიადაგის მოძრაობა კიდევ უფრო მეტ ნგრევას  გამოიწვევს და უფრო მეტ ადამიანს აიძულებს დატოვოს საცხოვრებელი ადგილები.

ადგილობრივებს დაახლოებით 20 წუთი მისცეს აუცილებელი ნივთების შესაგროვებლად და სახლების დასატოვებლად. მეწყრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ და ამ მიზეზით  რაიონში კომუნალური მომსახურება  გამორთულია.

წინასწარი ვარაუდით  მეწყერი შესაძლოა გამოწვეული იყოს მიწაში წყლის აორთქლებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში