პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ რუსეთის გენშტაბის უფროსი საჯაროდ პირველად გამოჩნდა

10 ივლისი 2023, 10:15 454 ნახვა

რუსეთში 24 ივნისის წარუმატებელი ამბოხის შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი პირველად გამოჩნდა საჯაროდ. რუსეთის  თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც  გერასიმოვი უკრაინის სარაკეტო თავდასხმების შესახებ ანგარიშს იბარებს.

შოიგუს სამინისტროს განცხადებით,  გერასიმოვი კვირას 9 ივლისს სამხედრო სამეთაურო ცენტრში  მთავარ გენერლებსა და  სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს შეხვდა და მათ მითითებები მისცა.

გერასიმოვმა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელს და გაერთიანებული ჯგუფის სამეთაურო პუნქტზე პასუხისმგებელ პირებს დაავალა სისტემური სამუშაოების ორგანიზება მოწინააღმდეგის ეს-200 რაკეტებისა და მსგავსი შემტევი იარაღის   შენახვის  და საწვრთნელი ადგილების,  ასევე პოზიციების დადგენა და  მათი პრევენციული განადგურება - ნათქვამია  რუსეთის  თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შოიგუს უწყების თანახმად, რუსეთმა კვირას ყირიმზე, როსტოვისა და კალუგის ოლქებზე უკრაინის სარაკეტო თავდასხმა აღკვეთა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში