ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა

10 ივლისი 2023, 20:26 442 ნახვა

ოთხი ადამიანი დაიღუპა ზაპორიჟიეში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად. პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია დანგრეული სკოლის შენობა და დაღუპულთა ცხედრები, რომლებიც პოლიციის თანამშრომლებს გადააქვთ. ოლქის გუბერნატორის თქმით, სკოლის შენობაზე თავდასხმისას, რომელიც გამოიყენებოდა დახმარების განაწილების პუნქტად, მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს. მალაშკომ ტელეგრამარხზე  დაწერა,  რომ დაღუპულია სამი ქალი და ერთი კაცი. უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, დაშავებულია 13 ადამიანი, ქალაქ ორიხივზე თავდასხმის შემდეგ, რომელიც კვირას შუადღისას განხორციელდა, სისხლის სამართლის საქმე სამხედრო დანაშაულის მუხლით არის აღძრული. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში