ვილნიუსში ნატოს ორდღიანი სამიტი იწყება

11 ივლისი 2023, 11:19 411 ნახვა

ვილნიუსში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების  ფონზე  ნატოს სამიტი იწყება, რომელზეც ლიდერები ალიანსში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით უთანხმოების დაძლევას შეეცდებიან.

ლიეტუვის დედაქალაქში შეკრებილი ლიდერები უკრაინაში რუსეთის  შეჭრის შედეგებზე იმსჯელებენ და  ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმისგან თავის დასაცავად ნატოს პირველ ყოვლისმომცველ გეგმას დაამტკიცებენ. იმის მიუხედავად, რომ ნატოს წევრები თანხმდებიან,  კიევი ალიანსს ვერ შეუერთდება სანამ ომშია, ჯერ ისევ შეუთანხმებელი რჩება  საკითხი,  თუ რამდენად სწრაფად შეიძლება  მოხდეს ეს ომის დასრულების შემდეგ და რა პირობებით.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი ვილნიუსის სამიტისგან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალს ელიან. სამიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში