ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზეა

21 ივლისი 2023, 19:56 730 ნახვა

ქუთაისის „ტორპედო“ „სარაევოს“ გასვლაზე დაუპირისპირდა, დაძაბული შეხვედრა პენალტების სერიაში მოიგო და კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. პირველი მატჩი ქუთაისში 2:2 დასრულდა. მეორე შეხვედრაში კი მე-12 წუთზე სარაევოს კაპიტანმა, ალმედინ ჟილიკიჩმა მასპინძლები წინ გაიყვანა. საქართველოს თასის მფლობელმა კი თამაშის გადარჩენა მოახერხა 91-ე წუთზე არაბიძის საჯარიმოს შემდეგ გიგაურმა მცველებს დაასწრო თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. დამატებითი დრო დაინიშნა, მაგრამ გამარჯვებული არ გამოვლინდა. პენალტების სერიაში კი ქუთაისელთა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა ორი დარტყმა მოიგერია, „ტორპედოელთა“ ფეხბურთელებმაც შესანიშნავად შეასრულეს თერთმეტმეტრიანები და ქუთაისური გუნდი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა, სადაც ყაზახურ „აქტობეს“ შეხვდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში