გულაგის პატიმარი მამების წერილები  

22 ივლისი 2023, 14:44 644 ნახვა

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა და საერთაშორისო მემორიალის ერთობლივი გამოფენა გაიხსნა ბათუმში.  “მამის წერილები“ - ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც 11 ოჯახის ისტორიას აერთიანებს.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში წარმოდგენილია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ისტორიები, გადასახლებული პატიმრების პირადი წერილები და ასევე საოჯახო და სხვა არქივებში დაცული დოკუმენტაცია და ფოტო-მასალა.

წერილების ავტორები საბჭოთა ინტელიგენციის წარმომადგენლები არიან, სხვადასხვა ეროვნების და პროფესიის ადამიანები. გამოფენის გახსნის პარალელურად გაიმართა დისკუსია.

“მამის წერილების“ ნახვა დამთვალიერებელს მომდევნო 1 კვირის განმავლობაში შეეძლება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში