სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში

22 ივლისი 2023, 15:00 782 ნახვა

თბილისში, მეტრო „ვარკეთილთან“ მამაკაცმა მეგობარი ყელის არეში დაჭრა და გაიქცა. დაჭრილი მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი