“მოგზაურის ჩანაწერები“ – ჯუმბერ ლეჟავას ავტობიოგრაფიული წიგნი

23 ივლისი 2023, 11:08 838 ნახვა

სპორტსმენის, გინესის რეკორდსმენისა და მოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში. “მოგზაურის ჩანაწერები“ წიგნის რედაქტორმა გიორგი ჭანტურიამ წარადგინა.

წიგნი მოგზაურის ჩანაწერებზე დაყრდნობით შეიქმნა და მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს ასახავს - ბავშვობის წლებიდან დაწყებული მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის ისტორიების ჩათვლით.

ჯუმბერ ლეჟავამ 54 წლის ასაკში დაიწყო ველოსიპედით მოგზაურობა და 3 ათას 333 დღის განმავლობაში 238 ქვეყანა და დამოუკიდებელი ტერიტორია მოიარა.

ამ პერიოდში ის დღიურს აწარმოებდა და ოჯახის არქივში 7 ათას გვერდიანი ხელნაწერები დარჩა, ასევე 300 საათზე მეტი ვიდეო-ჩანაწერი, რაზე დაყრდნობითაც დოკუმენტური ფილმი მომზადდა სახელწოდებით “ველოსიპედით მთვარემდე“. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში