რუსულმა ძალებმა უკრაინას "Shahed"-ის ტიპის დრონებით შეუტიეს - უკრაინის გენშტაბი

24 ივლისი 2023, 10:00 542 ნახვა

გასულ ღამეს, რუსეთის  საავიაციო ძალებმა, უკრაინას 17 ფრთოსანი და 2 ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით სარაკეტო დარტყმა მიაყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

დრონით დარტყმის შედეგად დანგრეულია მარცვლეულის საცავი და დაზიანებულია სხვა სახეობის ტვირთების რეზერვუარები. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა 4 ადამიანი.

უკრაინის გენშტაბის ცნობით,  რუსულმა ძალებმა უკრაინას ,,Shahed''-ის ტიპის დრონებით შეუტიეს. მათივე განმარტებით, მოწინააღმდეგე აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება. 

ასევე განმარტავენ, რომ მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 7 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში