ეროვნული გამოცდები 2023

25 ივლისი 2023, 11:28 690 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ ფიზიკის გამოცდით დასრულდება. დღეს კი აბიტურიენტებს ლიტერატურაში აქვთ ტესტი, რომელიც არჩევითი საგანია და აპლიკანტი მეოთხე გამოცდად აბარებს. მისი ხანგრძლივობა 4 საათია. გამოცდაზე 1300-მდე მსურველი დარეგისტრირდა.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეკორდულად მაღალი რაოდენობის 45 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საერთო სამაგისტრო გამოცდებზე კი რეგისტრაცია 10 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.

საერთო სამაგისტრო გამოცდა 27-28 ივლისს ჩატარდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში