ნიგერიში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა

27 ივლისი 2023, 10:20 596 ნახვა

ნიგერის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენეს - განცხადება  დასავლეთ აფრიკის ქვეყნის ეროვნულ ტელევიზიაში სამხედროთა ჯგუფმა გააკეთა პრეზიდენტის  სასახლეში ქვეყნის ლიდერის დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

განცხადება  პოლკოვნიკმა ამადუ აბდრამანემ წაიკითხა, რომელიც  ცხრა სხვა ოფიცრის გვერდით იჯდა და, აღნიშნა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებმა ქვეყანაში უსაფრთხოების გაუარესებული მდგომარეობისა და ცუდი მმართველობის გამო მოქმედი რეჟიმის დასრულება გადაწყვიტეს. სამხედროთა თქმით, ქვეყნის საზღვრები დაკეტილია და ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ნიგერის პრეზიდენტი რეზიდენციაშია ჩაკეტილი.  დედაქალაქ ნიამეის ეროვნული ასამბლეის წინ პრეზიდენტის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს და  პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვეს. მომიტინგეები პოლიციამ დაარბია. ამბოხებული სამხედროები აკონტროლებენ  ეროვნულ ტელევიზიას.

აფრიკის კავშირმა და დასავლეთ აფრიკის რეგიონულმა ბლოკმა დაგმეს ნიგერში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და  ამბოხებულებს მოუწოდებენ პრეზიდენტის გათავისუფლებისა და  სამხედროებს თავიანთ ყაზარმებში დაბრუნებისკენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში