საზღვაო ბიზნეს ფორუმი ბათუმში

29 ივლისი 2023, 11:19 493 ნახვა

„ისწავლე დასაქმებისთვის“ პროექტის ფარგლებში, საზღვაო ბიზნეს ფორუმი გაიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის. 

ფორუმი ორგანიზებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ,  აჭარის დასაქმების სააგენტოსთან და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტთან  პარტნიორობით და მისი მიზანია  საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოპულარიზაცია, საზღვაო სექტორში დასაქმების საერთაშორისო შრომის ბაზარზე საქართველოს როლის შეფასება.

ფორუმზე  განიხილეს საზღვაო შრომის ბაზრის გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში