ზელენსკი დანიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა

21 აგვისტო 2023, 14:04 614 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა დანიის ხელისუფლებას  უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის. ზელენსკის და პირველ ლედი ოლენა ზელენსკას დანიელი კანონმდებლები ოვაციებით შეხვდნენ.

რუსეთმა დაგმო დანიისა და ნიდერლანდების გადაწყვეტილება უკრაინას ეფ-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებს შესახებ და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. 

პირველ ექვს ავიაგამანადგურებელს  უკრაინა ახალ წლამდე მიიღებს.    

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში