თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში ჩავა 

29 აგვისტო 2023, 11:15 430 ნახვა

უახლოეს მომავალში თურქეთის პრეზიდენტი,  თაიფ ერდოღანი ვიზიტით სოჭში გაემგზავრება, სადაც რუსულ მხარესთან „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხზე იმსჯელებს. 

თურქეთის მმართველი პარტიის ოფიციალური წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა   დაგეგმილია თუ არა ერდოღანის შეხვედრა მის რუს კოლეგასთან.   

სააგენტო Bloomberg-ის გავრცელებული ინფორმაციით კი, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში გამგზავრებას 8 სექტემბერს გეგმავს, სადაც ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში