ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

31 აგვისტო 2023, 12:18 744 ნახვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 4 სექტემბერს იწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს, თბილისში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 12 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში ითამაშებს. განაცხადში ორი დებიუტანტია. ესპანური ლევანტეს პოზიციით ნახევარმცველი, 24 წლის გიორგი ქოჩორაშვილი და დინამო თბილისის 22 წლის მცველი სანდრო კალანდაძე.

ეროვნული ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 23 ფეხბურთელით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარე:

  • გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო),
  • გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი),
  • ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი).

დაცვა:

  • გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი),
  • ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი),
  • საბა კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი),
  • ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა),
  • გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა),
  • ლადო მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო),
  • სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო),
  • საბა საზონოვი („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი).

ნახევარდაცვა/თავდასხმა:

  • ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია),
  • საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ),
  • გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი),
  • გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი),
  • ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო),
  • ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი),
  • გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი),
  • გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო),
  • ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი),
  • გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, საფრანგეთი),
  • ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია),
  • ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

საქართველოს ნაკრები თბილისში "დინამო არენაზე" 8 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში