რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა - პუტინი 

12 სექტემბერი 2023, 10:55 412 ნახვა

რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობამ უპრეცედენტო ისტორიულ დონეს მიაღწია - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა  ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე.   

პუტინი ჩანგს შეხვდა ვლადივოსტოკში, სადაც რუსეთი ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს.  ჩინელმა პოლიტიკოსმა  აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობა თავდაპირველ მოლოდინებს გადააჭარბებს. 

საგარეო პოლიტიკის საკითხებში კრემლის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინი ჩინეთში ვიზიტს  ოქტომბერში გეგმავს.

რუსეთის ლიდერი ჩინეთში საპასუხო ვიზიტით მარტში რუსეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა მიიპატიჟა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში