ამერიკის წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს

12 სექტემბერი 2023, 21:11 438 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს. შესაბამისი განცხადება წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა კევინ მაკკარტიმ გააკეთა.

„ეს ლოგიკური მომდევნო ნაბიჯი ჩვენს კომიტეტებს სრულ ძალაუფლებას მისცემს, რათა სრულად შეკრიბონ ფაქტები და პასუხები გასცენ ამერიკელ ხალხს“, – განაცხადა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ.

კევინ მაკარტის თქმით, იქნება კენჭისყრა. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, პრეზიდენტის ოჯახის ბიზნეს გარიგებებს უკავშირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში