პარტია ,,საქართველოსთვის” საკანონმდებლო ინიციატივა 

13 სექტემბერი 2023, 14:11 414 ნახვა

მას შემდეგ, რაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განხორციელებული ჩარტერული რეისი პოლიტიკური გამოხმაურებების საფუძველი გახდა, პარტია ''საქართველოსთვის'' ლიდერებმა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება მიიღეს.

გახარიას პარტიას ინიციატივაა, გაფართოვდეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა სანათესაო წრე, რომლებიც ვალდებულები იქნებიან საკუთარი ქონების წარმომავლობა დაადასტურონ.    

ოპოზიციონერი დეპუტატები კვლავ სავარაუდო კორუფციის ნიშნებზე საუბრობენ, მათი ნაწილი პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს, ნაწილი კი საკანონდებლო ინიციატივების დარეგისტრირებას გეგმავს. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში