„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ – კონფერენცია  

14 სექტემბერი 2023, 14:43 485 ნახვა

საქართველოს გზა ევროკავშირისკენ - ამ სახელწოდებით კონფერენცია 6 საათზე მეტია მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიცია და მესამე სექტორი იღებს, შეხვედრას ესწრება ევროკავშირის ელჩიც.    

ღონისძიების ფარგლებში, განსახილველი მთავარი საკითხი ასოცირების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს პროგრესია.    

პროცესში ჩართული ყველა მხარე იმედოვნებს რომ ევროკომისია წლის ბოლოს პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს სტატუსს მიანიჭებს.

ოპოზიცია რეკომენდაციების შესასრულებლად პოლიტიკური ნების არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს, მმართველი გუნდი კი იმედს გამოთქვამს, რომ შარშანდელისგან განსხვავებით ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში