პუტინის ომი უკრაინაში

16 სექტემბერი 2023, 20:02 462 ნახვა

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა - მებრძოლებმა ანდრეევკა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. სასტიკი ბრძოლის კადრები ინტერნეტში გავრცელდა. ვიდეოში აღბეჭდილია ბრიგადის პირველი თავდასხმის შეტევითი მოქმედებები.

სოფელ ანდრეევკას გათავისუფლება უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოფიციალურად დაადასტურეს და განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ რუსული გარნიზონი ანდრეევკაში მათ ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში