საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დღეს იწყება

17 სექტემბერი 2023, 11:50 500 ნახვა

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი დღეს ბათუმელი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმით “ლოტო-თი“ გაიხსნება. საკონკურსო ფილმების ჩვენება 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რიგით მეთვრამეტე ფესტივალი წელსაც მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება კინომოყვარულების წინაშე  და იქნება საპრემიერო ჩვენებები. ნაჩვენები იქნება 25 სრულმეტრაჟიანი და ამდენივე მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან. ასევე დოკუმენტური ფილმების სექცია იმუშავებს.

ტრადიციულად წელსაც იქნება დიდოსტატთა კოლექცია და ქართული პანორამა, ასევე CINEDOC თბილისის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი საკონკურსო და სპეციალური ჩვენება. საკონკურსო ფილმებს ხუთწევრიანი საერთაშორისო ჟიური გიორგი ოვაშვილის ხელმძღვანელობით შეაფასებს.

ფილმების ჩვენება კინოთეატრ “აპოლოში“ და ასევე, ღია ცის ქვეშ ევროპის მოედანზე გაიმართება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში