საქართველოს ნაკრების ჯგუფში პირველი სენსაცია დაფიქსირდა

18 სექტემბერი 2023, 10:18 466 ნახვა

რაგბის მსოფლიო თასზე ერთმანეთს საქართველოს ნაკრების მეტოქეები, ავსტრალიისა და ფიჯის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. საინტერესო და დაძაბული მატჩი ფიჯელების გამარჯვებით 22:15 დასრულდა, რითიც ჩემპიონატის პირველი სენსაციაც დაფიქსირდა.

C ჯგუფს 10 ქულით უელსის ნაკრები ლიდერობს, 6-6 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ფიჯი და ავსტრალია ინაწილებენ. 

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები კი პირველი ქულების მოპოვებას 23 სექტემბერს, ერთმანეთთან მატჩში შეეცდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი