ფარტენაძის ბრინჯაო სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, პეტრიაშვილი ვერცხლს დასჯერდა

18 სექტემბერი 2023, 10:44 657 ნახვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ქართველი ფინალში ირანელ ამირ ჰასეინ ზარეს შეხვდა და უშანსოდ 0:11 დამარცხდა. გენომ ვერცხლის მედალთან ერთად 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა.

ფინალურ ბლოკში, კიდევ ერთი ქართველი, აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილი შოთა ფარტენაძე თავის სადებიუტო მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

დღეს ფინალურ ბლოკში კიდევ ორი ქართველი იასპარეზებს. ვლადიმერ გამყრელიძე ფინალში ოქროსთვის იჭიდავებს, მირიან მაისურაძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ედემ ბოლქვაძე და გივი მაჭარაშვილი  ტურნირში დღეს ჩაებმებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში