იტალიის ნაპირებთან ასობით არალეგალი მიგრანტი გადაარჩინეს

18 სექტემბერი 2023, 11:04 567 ნახვა

471 ადამიანი გადაარჩინეს ხმელთაშუა ზღვაში იტალიის სანაპიროსთან, რომელთა ნავები კატასტროფას განიცდიდა. გადარჩენილთა შორის 205 ბავშვია. იტალიის სანაპირო დაცვას გადარჩენილი მიგრანტების 15 კატარღით ნაპირზე გამოყვანაში საერთაშორისო ორგანიზაცია ექიმების საზღვრებს გარეშე დაეხმარა. 

126 ათასამდე  მიგრანტი ჩავიდა წელს წლის დასაწყისიდან იტალიაში, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდისთვის ჩასულ მიგრანტთა გაორმაგებული რიცხვია.

ლამპედუზაზე  მიმდინარე კვირას ათასობით არალეგალი მიგრანტი ჩავიდა. არალეგალთა რაოდენობა უკვე კუნძულის მოსახლეობას აჭარბებს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში