სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანულ მხარეს ახალი სამხედრო ესკალაციისთვის დიპლომატიური სამზადისის დაწყებაში ადანაშაულებს

19 სექტემბერი 2023, 12:00 559 ნახვა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანულ მხარეს რეგიონში ახალი სამხედრო ესკალაციისთვის დიპლომატიური სამზადისის დაწყებაში ადანაშაულებს.

„აზერბაიჯანში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზე აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების განცხადებები მიზნად ისახავს, მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის და სომხეთის წინააღმდეგ აგრესიის პოლიტიკის განხორციელებაში საერთაშორისო საზოგადოება თანამოპასუხედ აქციონ“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის განცხადებებს, რომ სომხეთმა ყარაბაღის ტერიტორიაზე რეჟიმი შექმნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში