პარლამენტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

19 სექტემბერი 2023, 14:18 386 ნახვა

სულ ცოტა ხანში პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს და კანონპროექტს ჩააგდებს. მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა.    

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი კი მიმდინარე კვირის ბოლომდე ვენეციის კომისიას გაეგზავნება.   

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ოლიგარქიულ მმართველობას ვერ შეასუსტებს, მმართველი პარტია კი გადაწყვეტილებას რეკომენდაციების შესრულების მოტივით ხსნის და ევროკომისიას მოუწოდებს, პერსონიფიცირებულის ნაცვლად მხარი სისტემური მიდგომას დაუჭიროს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში