სამეცნიერო პიკნიკი ბსუ-ში

20 სექტემბერი 2023, 14:18 609 ნახვა

სამეცნიერო პიკნიკი იმართება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საგანმანათლებლო ღონისძიებაზე წარმოდგენილია სამეცნიერო კვლევები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის შავი ზღვისა და რეგიონის კვლევების ამსახველი პროექტები.

გაიხსნა გამოფენა, რომელიც სიახლეების პრეზენტაციასთან ერთად, ვორკშოპებსა და ექსპერიმენტებს მოიცავს. ღია ცის ქვეშ მოწყობილ სამეცნიერო პავილიონებს დღეს მოსწავლეები სტუმრობდნენ, სპეციალურად მათთვის დაიგეგმა სახალისო და შემეცნებითი აქტივობები. 

პროექტს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანი მეცნიერების პოპულარიზაციაა. სამეცნიერო პიკნიკი პროექტ “საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკის“ ფარგლებში იმართება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში