უკრაინაზე საჰაერო თავდასხმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები

21 სექტემბერი 2023, 10:08 543 ნახვა

კიევში საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი. აფეთქებების ხმა დედაქალაქის ერთდროულად რამდენიმე რაიონში ისმოდა.  შემთხვევის ადგილებზე  მობილიზებულია  მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.  

რამდენიმე რაიონს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. უკრაინული მედიის თანახმად, აფეთქებები იყო ხარკოვში, ხმელნიცკში, რივნეში, ვინიცაში, ლვოვსა და ივანო-ფრანკივსკის ოლქებში. რივნეში გაითიშა ელექტროენერგია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რუსული ძალების  სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა  იყო. 

ხერსონზე ორი თავდასხმის  შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. რუსული რაკეტა საერთო საცხოვრებლის შენობას მოხვდა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში