ურთიერთბრალდებები გაეროს ტრიბუნიდან

24 სექტემბერი 2023, 14:09 436 ნახვა

აზერბაიჯანის მიერ ჩატარებულმა ანტიტეროსისტულმა ღონისძიებებმა დასახულ მიზნებს მიაღწია - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს ასამბლეაზე განაცხადა.

ჯეიჰუნ ბაირამოვი იმედოვნებს, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა, დამყარდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

თავის მხრივ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ტაქტიკა, რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას მნიშვნელოვნად არღვევს.

არარატ მირზოიანის თქმით, მთიან ყარაბაღელებს თავის მიწაზე მშვიდად ცხოვრება სურთ და არა ომი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში