მთავრობის შემუშავებული სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიას გადაეგზავანა - შეფასებები

25 სექტემბერი 2023, 12:44 526 ნახვა

შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმის შეფასება სთხოვა. ევრორეკომენდაციების შესასრულებლად მიღებული კანონებისა და კანონპროექტების განხილვის მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიას უკვე მიმართა. 

"მორიგი ბლეფი და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი" - ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომლებიც კომისიისთვის გაგზავნილი დოკუმენტის გასაჯაროვებას ითხოვენ და ობიექტური დასკვნის მოლოდინში არიან.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში