რატომ არ შეუწყვიტა პრეზიდენტმა მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს? – პოლიტიკური შეფასებები

25 სექტემბერი 2023, 15:08 515 ნახვა

პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ შეწყვეტასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს შორის კვლავ განხილვის საგანია.

ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და საკითხის შინაარსობრივი განხილვისგან თავს იკავებს. ნაწილი კი პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დროულად ჩამორთმევისკენ მოუწოდებს, მიაჩნიათ, რომ ამ პროცესის გაჭიანურება აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირს პრივილეგირებულს ხდის.    

სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროინდელი განცხადებები რომ საზოგადოებაში უნდობლობას იწვევს, ამას მმართველ გუნდში აცხადებენ. მათ დღეს ოპოზიცია და პრეზიდენტი კოორდინაციაში, და ოთარ ფარცხალაძის თემის წინ წამოწევის მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში