გურამ არძენაძის შემოქმედებითი საღამო  

09 ოქტომბერი 2023, 10:58 496 ნახვა

პოეტ გურამ არძენაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტში. წაიკითხეს გურამ არძენაძის ლექსები.

პოეტი სოფელ დანდალოში დაიბადა, ის სხვადასხვა დროს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტის შვიდ საჯარო სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. აქვს მუშაობის 50 წლიანი გამოცდილება.

პოეტი ავტორია არაერთი ლექსისა და პოემისა, პირველი ლექსი მან 15 წლის ასაკში დაწერა. საღამო მუსიკალურად ანსამბლმა „ელესამ“ გააფორმა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში