არმია მზად არის ხანგრძლივი ბრძოლისთვის - ჰერზი ჰალევი

09 ოქტომბერი 2023, 11:08 512 ნახვა

ისრაელის არმია მზად არის ხანგრძლივი ბრძოლისთვის, ახლა ომის დროა, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი მტრის ხელშია - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, განაცხადა. მისივე თქმით,  ისრაელის სახელმწიფო და თავდაცვის ძალები ახლა აწარმოებენ ომს ჰამასის თავდასხმის წინააღმდეგ.

„ამ ომში ისრაელის თავდაცვის ძალები იქნებიან ძლიერები და გაიმარჯვებენ. გრძელი და რთული ბრძოლის დღეები გველოდება, ყველა პოზიციაზე ვინარჩუნებთ მზადყოფნას - აღნიშნა თავდაცვის ძალების მეთაურმა.

ისრაელის მედიის მონაცემებით,  ჰამასის დაჯგუფებას მძევლად ჰყავს აყვანილი  130-ზე მეტი ებრაელი, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებიც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში