ერდოღანი პალესტინასა და ისრაელს შუამავლობას სთავაზობს

10 ოქტომბერი 2023, 11:45 421 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ისრაელს შეწყვიტოს პალესტინის მიწების დაბომბვა, ხოლო პალესტინას ისრაელის სამოქალაქო დასახლებების შევიწროება.

მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მზად არის შუამავლობისთვის ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის  ყველა მიმართულებით, მათ შორის პატიმრების გაცვლის საკითხშიც, თუ მხარეები ამას მოითხოვენ.

ერდოღანის თქმით, იგი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრეზიდენტს. თურქეთის ლიდერის თქმით, ანკარა ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას ამზადებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში