აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩადის

11 ოქტომბერი 2023, 10:48 408 ნახვა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით,  შეერთებული შტატები მხარს უჭერს  ისრაელს და ამ მესიჯს  ისრაელელ პარტნიორებს იგი პირადად მისი ვიზიტის დროს გადასცემს. 

ბლინკენმა ამის შესახებ იემენში გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან ჰანს გრუნდბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სხვადასხვა წყაროების თანახმად, ბლინკენს ისრაელში უახლოეს დღეებში ელოდებიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელის უმაღლეს ხელმძღვანელობას შეხვდება და რეგიონში არსებულ სიტუაციას განიხილავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში