საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. დიპლომატებისა და პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანის სასახლეში შედგა. საქართველოში ევროკავშირის ელჩი მოხარულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არ იყო წარმატებული.მისივე განცხადებით იმპიჩმენტის პროცესმა პოლარიზაცია გაზარდა.ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ ყველა დღე მნიშვნელოვანია წინსვლისთვის, მნიშვნელოვანია ევროკავშირის 27 წევრისთვის საჩვენებლად, რომ საქართველო, საქართველოს ლიდერები, საქართველოს პოლიტიკური კლასი სერიოზულად ეკიდება ევროკავშირთან შეძლებისდაგვარად დაახლოებას.